ბიზნესი
17/10/2020

"საპირწონედ ბიზნესის განვითარებას და ადამიანის სიცოცხლეს თუ დავდებთ, სჯობს შეზღუდვები დაწესდეს"

საპირწონედ რომ დავდოთ ბიზნესის განვითარება და ადამიანის სიცოცხლე, რა თქმა უნდა, სჯობს შეზღუდვები დაწესდეს, - განაცხადა "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ. თუმცა, ბიზნესმენის შეფასებით დაწესებული შეზღუდვები თანაბრად უნდა ეხებოდეს, როგორც ბიზნეს სექტორს, ასევე სახელმწიფო აპარატსაც.

"ის, რომ ბიზნესი იზღუდება და სახელმწიფო აპარატის შენახვა იგივე ჯდება სწორად არ მიმაჩნია, ამ ყველაფრის დაბალანსება უნდა ხდებოდეს," - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისსა და იმერეთში 16 ოქტომბრიდან რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების ფუნქციონირება 22:00 სთ-დან იზღუდება