ბიზნესი
01/09/2023

სანდომი: ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის შემცირება პროდუქციის ფასების მნიშვნელოვან შემცირებას არ გამოიწვევს

საკონდიტრო „სანდომში“თბილისში ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის შემცირების ფონზე, პროდუქციის ფასების მნიშვნელოვან კლებას არ ელიან.

როგორც კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეკლა თალაკვაძე „ბიზნესპარტნიორთან აცხადებს, ფასები გარკვეულ პოზიციებზე დაკორექტირდება. ტარიფის ცვლილების ასახვას საკონდიტროში მომდევნო თვეებში ელიან.

„ტარიფის ცვლილება რაღაც დონეზე გავლენას იქონიებს, თუმცა რადგან ნედლეულის ფასი არ არის სტაბილური, სიახლე პროდუქტის ფასების მნიშვნელოვან შემცირებას ვერ გამოიწვევს. ფასები შესაძლოა გარკვეულ პოზიციებზე დაკორექტირდეს, თუმცა, სავარაუდოდ მცირედად,“- აღნიშნა თეკლა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, დღეიდან კომპანია „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციულ) აბონენტებს, ბუნებრივი გაზის ტარიფი 11 თეთრით შეუმცირდათ.
 
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,ბუნებრივი გაზის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
Businesspartner