ბიზნესი
19/12/2020

სამკერვალო საწარმო "ლიდერი“ პროდუქციის ბრიტანულ Amazon-ზე განთავსებას გეგმავს

სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო ონლაინ პლატფორმაზე, ბრიტანულ Amazon-ზე განთავსებას გეგმავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლის დასრულებასაც საწარმო უმოკლეს ვადებში დადებითი შედეგით ელის.

საწარმოს სამომავლო გეგმები ამით არ სრულდება. „ლიდერი“ საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანასა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღებასაც გეგმავს.

როგორც „ლიდერის“ დამფუძნებელმა ნინო გიორგაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება საწარმოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდაში დაეხმარება.

ნინო გიორგაძის თქმით, სამომავლო გეგმების განხორციელებაში საწარმოს არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის ცენტრი“ ეხმარება.

ცნობისთვის, სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ შიდა ქართლში მდებარეობს. სამკერვალო ხელს უწყობს ქალების განათლებასა და დასაქმებას. კომპანია ყოველწლიურად ატარებს ჭრა-კერვა-მოდელირების კურსებს გორში და ეხმარება სოციალურად მოწყვლად ქალებს სამეწარმეო უნარჩვევების გამომუშავებაში.

აღსანიშნავია, რომ "ლიდერქიდსი" ბიზნესდაჯილდოება 2020-ის ფინალისტია ნომინაციაში "გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის".

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022