ბიზნესი
08/07/2023

საქართველოში პროფესია კასკადიორი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება

საქართველოში პროფესია კასკადიორი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. როგორც Georgian Extreme Production-ში აცხადებენ, წლების წინ ქვეყანაში ექსტრემალური პროფესიის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ და სირთულის გამო, გადაღებებიდან გარკვეული სცენების ამოღებაც უწევდათ, თუმცა დღეს სურათი რადიკალურად შეცვლილია.

მათი ინფორმაციით, GEP-ში მომართვიანობა მზარდია.

„გვყავს 46 წლის კასკადიორიც, ყველაზე პატარა - 14 წლის. აქტიურად ვვარჯიშობთ, როგორც დარბაზში, ასევე ხშირია გასვლითი ვარჯიშებიც. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ამინდს, მაქსიმალურად ვართ ორიენტირებულები გამძლეობასა და განვითარებაზე. თავდაპირველად, დაახლოებით 12 წლის წინ, სულ ხუთნი ვიყავით, თუმცა წლების განმავლობაში ჩვენი რაოდენობა იზრდებოდა. დღეს უკვე 80-მდე კასკადიორი გვყავს და სოციალურ ქსელებში  მრავალი მსურველი გვწერს,“ - ამბობს კასკადიორი, ნიკოლოზ მდივანი.

GEP-ის დაარსებიდან დღემდე, ქართველმა კასკადიორებმა მონაწილეობა არაერთ მასშტაბურ გადაღებაში მიიღეს. ისეთ პროექტებშიც, რომლებმაც ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ჰოლივუდისა და ბოლივუდის საერთო პროექტში მონაწილეობის შემდეგ, კომუნიკაცია არ შეჩერებულა.

„საქართველოში საკმაოდ განვითარდა კინოინდუსტრია. ჩვენ თვითონ, ქართველებმა შევქმენით ძალიან ბევრი და საინტერესო პროდუქტი. ნებისმიერ უცხოურ "ფროდაქშენს" შეუძლია ჩამოვიდეს და იგივე შესაძლებლობები შევუქმნათ და ის ხარისხი დავუდოთ, თუნდაც, როგორც ინდოეთშია, ევროპაში.

ყველანაირად მზად ვართ საქართველო და ქართველი კასკადიორები იმისთვის, რომ რთული გამოწვევები მივიღოთ და მიგვიღია კიდეც. ძალიან ბევრი პროექტი იყო ევროპიდან, გერმანიიდან. ინდოეთში უკვე იმდენჯერ ვიყავით თვლა ამერია. ჰოლივუდთან გვქონია პროექტები, თუნდაც გლადიატორის დამდგმელ სტანტ კოორდინატორთან ერთად ვიმუშავეთ,“ - ამბობს Georgian Extreme Production -ის დამფუძნებელი, ირაკლი საბანაძე.

ცნობისთვის,კასკადიორის პროფესია დიდი საფრთხის შემცველია, შესაბამისად, სწავლებას სერტიფიცირებული მწვრთნელები ახორციელებენ. უსაფრთხოების დაცვის მიზნით კი თითოეული გადაღება თუ გასვლითი ვარჯიში ექიმის თანხლებით მიმდინარეობს.

ქართველი კასკადიორების ანაზღაურება კი, ისეთივე მაღალია, როგორც ევროპაში. GEP-ში ფიქრობენ, რომ ქვეყნის ლოკაცია და ქართველი კასკადიორების მზაობა სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი წარმატების წინაპირობას იძლევა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023