საქართველოში კომპანიების 62.8% სოციალურ მედიას საერთოდ არ იყენებს
"საქსტატმა" საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების კვლევის ძირითადი შედეგები გამოაქვეყნა და როგორც აღმოჩნდა, კომპანიების 62.8% სოციალურ მედიას საერთოდ არ იყენებს.
რაც შეეხება დანარჩენ საწარმოებს, 28.5% ძირითადად იყენებდა სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი, Facebook, Linkedin და ა.შ.
ამასთან, საწარმოთა 4.1%–ის ვებ გაყიდვებიდან 81%–ს შეადგენდნენ კერძო მომხმარებლები, 16.8%–ს სხვა საწარმოები და 2.2%–ს საჯარო სექტორი.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, 19.7%–ით განისაზღვრა, სადაც დასაქმებულთა 32.7% საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს იყენებდა.
ზოგადად კი ანალოგიური პერიოდის მონაცემებით, საწარმოთა 95%–ს პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 76.1% ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი, საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი და ა.შ.