ბიზნესი
15/01/2021

საქართველოს ფოსტა საკურიერო მომსახურების არეალს აფართოებს

საქართველოს ფოსტა სახმელეთო ამანათებისთვის საკურიერო მომსახურების არეალის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. ამასთან, ქალაქ პრაღას საშუალებით, საფოსტო ოპერატორი სატრანზიტო ტვირტების მომსახურებასაც აპირებს.

როგორც საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, პრაღა ევროპული ქვეყნებისთვის პროდუქციის მიწოდების უფრო მარტივ საშუალებას იძლევა. ლევან ჩიკვაიძის თქმით, 2021 წელს ამ პროექტების დიდი შემადგენელი უკვე განხორციელებული იქნება.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ფოსტა სახმელეთო ამანათების ტრანსპორტირებას საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ახორციელებს. ლევან ჩიკვაიძის განმარტებით, იტალია და საფრანგეთი დანარჩენ ევროპულ ქვეყნებზე გასვლის მეტ საშუალებას იძლევა.

ამასთან, საქართველოს ფოსტა, სახმელეთო გზით პროდუქციის გაცვლას, მსოფლიო საფოსტო კავშირის ტარიფებზე დაბალ ფასად უზრუნველყოფს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022