ბიზნესი
21/06/2021

საბავშვო ბრენდი "კარაველა" საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს

საბავშვო ბრენდი "კარაველა" საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს.

კომპანიის დამფუძნებელი ბარბარე გალდავა “ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ “კარალველა“ ექსპორტზე აუცილებლად გავა.

„სამომავლო გეგმებში გაფართოება და თანამშრომლების დამატებაა. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე დეტალურად ვერაფერს ვიტყვით, თუმცა ახლო მომავალში სიახლეები აუცილებლად გვექნება. რაც მთავარია რასაც გავაკეთებთ ყველაფერი იქნება ბავშვებისთვის.

დახვეწილი დიზაინი და ინოვაციები ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენს გვერდზე განთავსებული მოდელების უმეტესობა ჩემი დიზაინითაა შექმნილი. იმისათვის, რომ კარავი უნიკალური და ორიგინალური იყოს, დავიწყე მოხატვაც და ტილოს ქსოვილების დეკორატიული გაფორმება. ხანდახან მომხმარებლები უბრალოდ ირჩევენ სასურველ ფერებს და დანარჩენს ჩვენ გვანდობენ. კარვების დამზადების პროცესი საკმაოდ სასიამოვნო და საინტერესო გამოცდილებაა, რადგანაც ყველა კარავი თავისი მფლობელივით ინდივიდუალური და განსხვავებულია,“– აღნიშნავს ბარბარე გალდავა.

ამ ეტაპზე, კომპანიას გაყიდვაში აქვს კარავი, სენსორული საქანელა, წელის და გადასაკიდი ჩანთები, წინსაფრები სამოყვარულო და ხატვისთვის, დეკორატიული ფარდა და ხალიჩა. ყველაფერი თბილისში არსებულ სახელოსნოში ადგილობრივი ნედლეულით და 100%-ით ნატურალური მასალებით იქმნება.

პროდუქციის შეძენა Facebook გვერდის გარდა, ონლაინ მაღაზიაში anovano.ge და მაღაზია „სამალავშია" შესაძლებელი. კარვის კომპლექტის (კარავი, ლეიბი, 2 ბალიში და დროშები) ფასი 215 ლარიდან იწყება და შემდეგ მომხმარებლის სურვილისამებრ იზრდება. სენსორული საქანელის ფასი 135 ლარია, წინსაფრების და ჩანთების ფასი კი 15 ლარიდან.

"კარაველა" პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად საქართველოს მასშტაბით ხდება. ექსპორტზე ჯერ არ გადის, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა საზღვარგარეთ გაუგზავნიათ ჩვენი კარავი საჩუქრად. მიუხედავად რთული პანდემიური სიტუაციისა, ამ პერიოდში, ბავშვებზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესი იყო და მშობლები ცდილობდნენ პატარების შინ ყოფნა უფრო მეტად გაეხალისებინათ. მოთხოვნა სულ იყო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ ვახერხებდით ქსოვილების და შესაბამისი მასალების შეძენას შექმნილი ვითარების გამო. თუმცა, ჩვენ არ გავჩერებულვართ და ყველაფრის ამოძრავებასთან ერთად ნელ-ნელა ისევ ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდით,“ – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.  

"კარაველა" ბაზარზე 4 წლის წინ გამოჩნდა, როგორც ბარბარე გალდავა ყვება ბიზნესის შექმნის იდეა შვილებთან თამაშის დროს მოუვიდა. მალევე, Facebook გვერდი შექმნა და კარვების განთავსება დაიწყო. მოგვიანებით კი ბიზნესი დაარეგისტრირა და სახელოსნოსთვის სივრცეც იქირავა.

„გადავწყვიტე ამ საქმეს პროფესიულ დონეზე მივდგომოდი და საბავშვო კარვების შექმნა დამეწყო. ორიგინალური ხელსაქმე ისედაც მიტაცებდა და სახლში ნივთებს სხვადასხვა მასალისგან აქტიურად ვქმნიდი. ამასთან, მსურდა ჩემი საქმე მქონოდა თანაც ისეთი, რომელიც ბავშვებს ბედნიერებას და სიხარულს მიანიჭებდა,“ – ამბობს ბარბარე გალდავა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023