საახალწლო ტომსიკები, ხალათები და საღამურები - "ბუბუსი" ასორტიმენტს აფართოებს
საძილე ნიღბების მწარმოებელი კომპანია „ბუბუსი“ ახალი წლისთვის მომხმარებლებს საახალწლო თემატიკის ტომსიკებს შესთავაზებს. ამასთან, იგეგმება ასორტიმენტში ყელის ბაფთების დამატებაც.
2021 წლის გაზაფხულზე კი „ბუბუსის“ ასორტიმენტს ხალათები და საღამურებიც დაემატება. „ბუბუსის“ პროდუქცია მორგებულია ყველა ასაკის ადამიანზე, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით 15-დან 25-წლამდე ასაკის პირებში სარგებლობს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი მარი ბრეგაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, „ბუბუსის“ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია. კომპანია 2019 წლის აპრილში დაარსდა და ამ ეტაპზე, სლიფერებს (საძილე ნიღბებს), ბალიშებს, ჩანთებს, თმის სამაგრებსა და პირბადეებს აწარმოებს.
„ბუბუსის“ პროდუქციის შეძენა ქუთაისის სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში და თბილისის რამდენიმე მაღაზიაშია შესაძლებელი. ამასთან, კომპანიას საკუთარი ნაწარმი ყოველ შაბათ-კვირას ღია მარკეტებზეც გამოაქვს.