რა შემოსავლები აქვს "ვიმ ბილ დანსა" და "სანტეს" - ვინ არიან კომპანიების მფლობელები
საქართველოს რძის პროდუქტების ბაზარზე 2 მსხვილი მწარმოებელია "ვიმ ბილ დანი" და „სანტე ჯი ემ თი პროდუქტები“. ბაზრის დანარჩენ ნაწილს შედარებით მცირე ზომის საწარმოები ავსებენ.
„ბიზნესპარტნიორი“ დაინტერესდა როგორია კომპანიების შემოსავალები და ვინ არიან მფლობელები.
„სოფლის ნობათის“ და „მარგოს“ ბრენდით პროდუქციას "ვიმ ბილ დანი" აწარმოებს. კომპანიის დამფუძნებელი იყო ქართველი წარმოშობის რუსი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი. დღეისათვის კომპანიის პირდაპირი მშობელი არის რუსეთში დაარსებული "ვიმ ბილ დან", საბოლოო მშობელი 2010 წლიდან არის კომპანია არის PepsiCo, რომლის აქციები საჯაროდ ივაჭრება NASDAQ ის საფონდო ბირჟაზე.
კომპანიის ფინანსური მონაცემები / 2020 წელი
- შემოსავალი - 121.20 მლნ
- საერთო მოგება 18.6 მლნ
- წმინდა ზარალი - 18 მლნ
ბაზარზე მსხვილი მოთამაშეა „სანტე ჯი ემ თი პროდუქტები“. კომპანიის 100% ბელგიაში დაფუძნებულ B.S.A. INTERNATIONAL -ს ეკითვნის, რომელიც „ლაქტალისი ჯგუფის“ მფლობელია.
კომპანიის ფინანსური მონაცემები / 2020 წელი
- შემოსავალი - 96,177 მლნ
- საერთო მოგება - 32. 2 მლნ
- წმინდა მოგება - 5,51 მლნ
ქართული რძის მწარმოებლები ყურადღების ცენტრში რუსეთის გადაწყვეტილების გამო მოექცნენ. 5 მარტს ცნობილი გახდა რომ რუსეთ- უკრაინის ომის და სანქციების ფონზე, რუსეთმა რძის მწარმოებელ ქართულ კომპანიებს ბაზარზე შესვლის უფლება მისცა.
რუსეთის მხრიდან ქართული რძისა და რძის პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნას საქართველოს რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაში პროვოკაციად აფასებენ. ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კონიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც სიტუაცია დაძაბულია და რუსეთს ემბარგო აქვს დაწესებული დასავლეთის მხრიდან, ხსნის ბაზარს და სურს სხვადასხვა ქვეყანა ჩართოს ეკონომიკურ ბრძოლაში, რომელიც დღეს მიმდინარეობს, პროვოკაციაა.
ქართული კომპანიები ბაზარზე შესვლას არ აპირებენ. ოფიციალური განცხადება გაავრცელა „სანტემაც“.
გაკეთდა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხრიდან განმარტებებიც. მოლაპარაკებები ბაზრის გახსნაზე 2020 წლიდან მიმდინარეობდა და მხოლოდ მიიღო ქართულმა მხარემ დადებითი პასუხი.
"2020 წლიდან დღემდე კომუნიკაცია არ ყოფილა. საზოგადოებაში წამორშობილი აჟიოტაჟი კი, ვფიქრობ, ინფორმაციის ნაკლებობის გამოა. მით უმეტეს, ომის პირობებში საქართველოს დამატებით ამ საკითხზე რუსეთისთვის არ მიუმართავს. ამ საკითხზე 2020 წელს მიმართვა იყო კერძო კომპანიების მხრიდან. მათ აინტერესებდათ ახალ ბაზარზე გასვლა“, - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.