ბიზნესი
07/07/2021

რა დარტყმა მიაყენა პანდემიამ სხვადასხვა სექტორს - კვლევის შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება

პანდემიის ფონზე ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი კვლევა, რომელზეც ეისეთი მუშაობს, ივლისის ბოლოს დასრულდება და გასაჯაროვდება.

კვლევაში აისახება, თუ რა დარტყმა მიაყენა პანდემიამ სხვადასხვა სექტორს, რომელმა სფეროებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები და უფრო მეტად რომელ პროფესიაზე გაჩნდა ბაზარზე მოთხოვნა. 

დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ პრესკონფერენციაზე ბაზარზე არსებული მუშა-ხელის პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა პანდემიამდეც არსებობდა და დღესაც არსებობს.

ელგუჯა მელაძის თქმით, განსაკუთრებულად მწვავედ ეს პრობლემა სამშენებლო სექტორსა და სოფლის მეურნეობაში დგას.

„ქალაქში თუ არის საწარმოები ან რეგიონში, ყველას აქვს მოთხოვნა სამუშაო ძალაზე, პროფესიონალებზე. მოთხოვნაა სოფლის მეურნებაშიც. მიუხედავად პანდემიის პირობებისა არ შეწყვეტილა მოთხოვნა სამშენებლო სექტორში, დღეს მოთხოვნადია პროფესიონალი მშენებლების მოძიება,“ - აღნიშნა ელგუჯა მელაძემ.