"პროლესკი საქართველოს" სათხილამურო სიმულატორზე მოთხოვნა მზარდია
სამთო - სათხილამურო სიმულატორი, რომელიც სნოუბორდსა თუ თხილამურებზე სრიალის შესწავლის შესაძლებლობას ქალაქში იძლევა, მოთხოვნა მზარდია.
როგორც „პროლესკი საქართველო“-ში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, სასწავლებლისადმი ინტერესი გახსნის დღიდანვე გაჩნდა და მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია.
სასწავლებელი ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს ემსახურება, თუმცა მოსწავლეთა უმეტესობა ბავშვია. ქართველებთან ერთად, სათხილამურო სიმულატოს აქტიურად სტუმრობენ უცხოელი ვიზიტორებიც.
„ყველაზე აქტიური მოთხოვნა დეკემბერ - იანვარში ფიქსირდება. ამ პერიოდში დღეში 70 მომხმარებლამდე ავდივართ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ჩვენს საქმიანობას სეზონური ხასიათი აქვს და შესაბამისად, თებერვალსა და მარტში მომხმარებელთა რაოდენობა დღეში 20 – 30-მდე მცირდება, - აცხადებს „პროლესკი საქართველოს“ მწვრთნელი, დიმიტრი ჩიტაიშილი.
ცნობისთვის, „პროლესკი საქართველო“ საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია ამიერკავკასიაში და ის ქვეყანაში 2020 წლის დასაწყისიდან ფუნქციონირებს.
"პროლესკის" სათხილამურო სიმულატორები საქართველოს გარდა, კიდევ 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.