ბიზნესი
02/03/2021

"პიელ ნატურალსი" გაზაფხულის ბოლოსთვის პროდუქციას ახალ საექსპორტო ბაზრებზე გაიტანს

თავის მოვლის 100%-ით ნატურალური საშუალებების მწარმოებელი ქართული კომპანია „პიელ ნატურალსი“ მომხმარებელს სადღესასწაულო ფასდაკლებებს სთავაზობს.

დედის დღესა და ქალთა დღესთან დაკავშირებით „პიელ ნატურალსის" პროდუქცია 2, 3, 7 და 8 მარტს 50%-იან ფასდაკლებას აცხადებს.

როგორც „პიელ ნატურალსის“ დამფუძნებელი თათუკა ლოლაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშრებით დიდი მოთხოვნის ფონზე კომპანია მომხმარებელს სპეციაურ შეთავაზებასაც სთვაზობს. საუბარია, როგორც მამაკაცის, ასვე ქალისა და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, "პიელ ნატურალსის" სპეციალურ ნაკრებებზე.

„მომხმარებელს მრავალფეროვან ბოქსების ასორტიმენტს ვთავაზობთ. დავამატეთ სხვადასხვა ზომის ბოქსები, რომელთა დაკომპლექტებაც მომხმარებლებს საკუთარი ნებასურვილითა და შერჩეული ფასის დიაპაზონით შეეძლებათ, რათა მაქსიმალურად მოვერგოთ ნებისმიერი კატეგორიის მომხმრებლის მოთხოვნებს,“ - ამბობს თათუკა ლოლაძე.

თათუკა ლოლაძის თქმით, თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ გალერეა თბილისში, ისთ ფოინთსა და სითი მოლში ახალი ლოკაციებიც დაამატა. ამასთან, "პიელ ნატურალსმა" გააფართოვა საწარმოც. კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი ) 30%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, კომპანიის დამფუძნებლის თქმით, "პიელ ნატურალსის" პროდუქცია გაზაფხულის ბოლოსთვის რუსეთში, იტალიასა და ბარსელონაში გავა. ამასთან, საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივ წარმომადგენლებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებებიც სტენდების განთავსებასთან დაკავშირებითაც. როგორც თათუკა ლოლაძე ამბობს, სტენდის დადგმა პირველად რუსეთში იგეგმება.