ბიზნესი
14/12/2020

Phubber-ი 2021 წლიდან უკრაინის ბაზარზე შედის

ციფრული პლატფორმა Phubber-ი  უკრაინის ბაზარზე ოპერირების დაწყებას 2021 წლის პირველ კვარტალში გეგმავს. კომპანიამ ახალი ეტაპისთვის მზადება უკვე დაიწყო. როგორც Phubber-ის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი აცხადებს, პირველ ეტაპზე წარიმართება ჩაკეტილი სისტემის მქონე ოპერაციები, აეწყობა  უკრაინის ბაზარზე და მოხდება ტექნოლოგიური გადაწყობა, რათა ნივთები, რომლებიც აიტვირთება საქართველოში, არ გამოჩნდეს უკრაინაში და პირიქით.

ჩუგოშვილის ინფორმაციით,სამომავლოდ იგეგმება ისეთი ინსტრუმენტების შექმნაც, რომელიც ამ ბარიერს მოხსნის. ქართველ დიზაინერებს კი კომპანია ახალ სერვისს შესთავაზებს.

მისი განცხადებით,უკრაინაში ოპერირების დაწყების პირველივე დღიდან Phubber-ი ქართველ დიზაინერებს საშუალებას მისცემს, მიაწოდონ საკუთარი პროდუქცია უკრაინელ მომხმარებლებს. ამისათვის კი კომპანია ქართველი დიზაინერების პროდუქციის ტრანსპორტირებასა და დასაწყობებას თავად უზრუნველყოფს. ამასთან, აქტიურად დაიწყება ძვირდარღირებული ნივთების გადაყიდვის მიმართულება.

როგორც Phubber-ის დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ჯამური ინვესტიცია, რომელიც საქართველო-უკრაინის ბაზრის განვითარებას მოხმარდება, ნახევარი მილიონი ლარი იქნება. რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, უკრაინის ბაზრის ათვისების შემდეგ Phubber-ი  ოპერირების დაწყებას აზერბაიჯანსა და ყაზახეთში განიხილავს.

შეგახსენებთ, Phubber-ი 2019 წელს ამოქმედდა  და დღეს, საქართველოში, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023