ბიზნესი
05/02/2021

ნეიროდიზაინი - მომხმარებლის გონებამდე მისასვლელი უმოკლესი გზა

ქართულ ბაზარზე პირველი ციფრული პროდუქტების განვითარების სააგენტო გამოჩნდა, რომელიც დიზაინის შექმნის პრცესში ნეირომეცნიერების ინტეგრირებას ახდენს. საუბარია UX და UI დიზაინის, ბრენდინგის, პროგრამული უზრუნველყოფის და ნებისმიერი ვიზუალური მასალის, მათ შორის ფიიკური პროდუქტების დიზაინზეც.

Vesign-ი მსურველებს ფსიქოლოგებთან და ნეირომეცნიერებთან ერთად, მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ შექმნილ პროდუქტს სთავაზობს. ბაზარზე კომპანიის კონკურენტული უპირატესობა სწორედ ერთი ფანჯრის პრინციპში მდგომარეობს. მომსახურების სრული პაკეტით სარგებლობა, როგორც სტარტაპებს, ასევე შემდგარ კომპანიებს უკვე 1 კვირაა შეუძლიათ.

Vesign-ი თანამედროვე ნეირო აპარატურის გამოყენებით კომპანიებს საკუთარი პროდუქტის მომხმარებლის თვალით დანახვაში ეხმარება. ამისთვის კი კომპანია თანამედროვე ნეირო აპარატურას იყენებს. სასურველი შედეგის მისაღებად, აპარატურა მომხმარებლის გამოცდილებას - ე.წ. user experience-ს იყენებს. შემდგომ, კონკრეტული გაიდლაინების მეშვეობით კომპანია პროდუქციის პროტოტიპებს ქმნის, რომლებიც იტესტება და საბოლოოდ დამკვეთამდე საუკეთესო ვარიანტი მიდის. Vesign მსურველებს არა მხოლოდ ახალი ბიზნესის წამოწყებაში, არამედ უკვე არსებულის გაუმჯობესებაშიც სთავაზობს დახმარებას.

როგორც Vesign-ის დამფუძნებლებმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადეს, ქართული ბაზარი ახალი შეთავაზებისთვის იმაზე მეტად აღმოჩნდა მზად, ვიდრე ამას კომპანიაში ელოდნენ. Vesign-ის სერვისებით კომპანიები უკვე დაინტერესდნენ.

სამომავლოდ კომპანია მომსახურების ქვყნის ფარგლებს გარეთ მიწოდებასაც გეგმავს. როგორც Vesign-ში გვითხრეს პირველი ამერიკის ბაზარი იქნება, სადაც საკუთარ მომსახურებას ქართული კომპანია ზაფხულიდან გაყიდის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023