Nadi Group-ი ევროკავშირის ბაზარზე 300 ტონა ლოკოკინას გაიტანს
ლოკოკინების მწარმოებელი კომპანია Nadi Group-ი მიმდინარე წლის სექტემბრიდან პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას გეგმავს.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, მალხაზ დუნდუამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, Nadi Group-ი 300 ტონამდე ლოკოკინის გატანას ძირითადად საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში აპირებს. საექსპორტო მიმართულებებს შორის განიხილება ინგლისიც.
ამასთან, კომპანიას გაფართოების გგმებიც აქვს. კერძოდ, მიმდინარე წელს, Nadi Group-ი ფერმის ფართობის 8 ჰა-დან 10 ჰა-მდე გაზრდას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ლოკოკინების ექსპროტზე გატანა უკვე ევროკავშირის ქვეყნებშიც შეუძლია. ქართული ცოცხალი ლოკოკინის, როგორც ადამიანის საკვები მოხმარების პროდუქტის ექსპორტს ქართული კომპანიები, ლოკოკინას ყველა არსებული რეგულაციის დაცვით, მიმდინარე წლიდან შეძლებენ.