ბიზნესი
17/10/2020
"მთის წყალი" აზერბაიჯანსა და ყაზახეთში გაიყიდება
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ წარმოებული სასმელი „მთის წყალი“ 2021 წლიდან ექსპორტზე აზერბაიჯანსა და ყაზახეთში გავა.
როგორც თემურ ჭყონიამ აღნიშნა, "მთის წყლის" მიწოდების კონტრაქტი შესაძლოა უკრაინასთანაც დაიდოს.
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ წარმოებული სასმელი „მთის წყალი“ ნახევარლიტრიან და ლიტრანახევრიან პლასტმასის ბოთლებში 2020 წლის ივლისიდან იყიდება. ბრენდის შექმნაში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ 3,2 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა.
როგორც ცოტა ხნის წინ თემურ ჭყონიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, „მთის წყლის“ გაყიდვებმა მოლოდინს გადააჭარბა.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ ბრენდის გამოჩენიდან ერთი წლის თავზე სერიოზულ წარმატებას ელის.