ბიზნესი
18/12/2020

მომავალი წლიდან "ჩიკატაის" მუსიკალური სათამაშოები ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება

ქართული კომპანია „ჩიკატაი“ ხელნაკეთი მუსიკალური სათამაშოების ექსპორტზე გატანას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ბუიღლიშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიოში“ განაცხადა, ექსპორტის მიმართულებით კომპანია ძირითად აქცენტს ევროკავშირის ბაზარზე გააკეთებს.

ამასთან, კომპანიის ელექტრონული კომერციის მიმართულებითაც გააქტიურებას გეგმავს. კერძოდ, „ჩიკატაი“ აპირებს პროდუქცია მსოფლიოს ნებისმირი კუთხისთვის ონლაინ ხელმისაწვდომი გახადოს.

თამარ ბირლიშვილის განმარტებით, აღნიშნული არა მხოლოდ სათამაშოების ექპორტს, არამედ ქართული კულტურის ნაწილის გატანასაც მოიაზრებს საერთაშორისო ბაზრებზე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ახალი ხაზიც დაამატა, რომელიც ძველი ქართული ქსოვილის მოხატულობას აცოცხლებს.

შეგახსენებთ, რომ ხელნაკეთი მუსიკალური სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „ჩიკატაი“ ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა. კომპანიას წარმატება გია ყანჩელის მელოდიამ მოუტანა, რომელსაც სათამაშაოები აჟღერებენ. „ჩიკატაის“ პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან იქმნება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023