ბიზნესი
12/03/2021

"მოინახულე" - პანდემიის პერიოდში შექმნილი ყვავილების ონლაინ მაღაზია

კოვიდ პანდემიის პერიოდში ქართულ ბაზარზე ყვავილების ახალი ონლაინ მაღაზია გამოჩნდა, განსხვავებული კონცეფციით.

ორი მეგობარის მიერ შექმნილი ბიზნესი, ბაზარზე სულ ოთხი თვეა ოპერირებს, თუმცა მომხმარებლების მოზიდვა და საკუთარი ნიშის მოპოვება უკვე მოახერხა. კომპანია საკუთარი თაიგულების მიქსში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, გამომშრალ მცენარეებს იყენებს, რითაც ეხმარება ქართველ ფერმერებსაც.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი სოფო აბრამიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, წამოწყებას იმაზე დიდი გამოხმაურება მოყვა, ვიდრე ამას თავად კომპანიაში ელოდნენ. ეს კი, თავის მხრივ, „მოინახულესთვის“ განვითარებისა და პრდუქტის მეტად დახვეწვისთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა. 

„ბაზარზე ბევრი ყვავილების მაღაზიაა, რომლებიც მომხმარებელს სხვადასხვა თაიგულს სთავაზობს, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი თაიგულები განხვავებულა, ისინი შეიცავს ისეთ მცენარეებს, რომლებიც ცოცხალ მცენარეებთან ერთად ქმნიან განსხვავებულ მიქსს და ასევე დიდი ყურადღებას ვანიჭებთ ასევე მათ შეფუთვას," - ამბობს სოფო აბრამიშვილი.

ახლად შექმნილი კომპანია მომხმარებლებს თაიგულებთან ერთად, ქართველი დიზაიერებისა და სტარტაპერების პროდუქციით დაკომპლექტებულ სასაჩუქრე ნაკრებებსაც სთავაზობს. ამ ეტაპზე „მოინახულე“ 30-მდე სტარტაპერთან და დიზაინერთან თანამშრომლობს, თუმცა სამომავლოდ ამ მიმართულების გაფართოებასაც გეგმავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022