ბიზნესი
25/04/2023

"მინი აგურის" პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია

რეალურის ანალოგ მინიატურულ ბლოკებზე, აგურებსა და სამშენებლო მასალებზე მოთხოვნა მზარდია. 

როგორც მწარმოებელი კომპანია "მინი აგურის" დამფუძნებელი, თენგიზ მაღლაფერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, განსხვავებული პროდუქტისადმი ინტერესი ბაზარზე გამოჩენისთანავე გაჩნდა და გაყიდვების მაჩვენებელი თვიდან თვემდე მზარდია.  

კომპანია დღეს ბუხრების, ავტოფარეხების, სახლების - 8 განსხვავებულ მაკეტს ქმნის. მომხმარებელთა უმეტესობა მშობლები არიან, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ „მინი აგურის“ პროდუქცია, შემცირებულ მასშტაბში, რეალურის ზუსტი ანალოგია, მომხმარებელთა შორის არქიტექტორებიც არიან.

ქართული ნაწარმი, რომელსაც ანალოგი მსოფლიოს მასშტაბით არ მოეძებნება აქტიურად იგზავნება უცხოეთშიც. დამკვეთები უმეტესად ემიგრანტები არიან.

„მოთხოვნა უფრო მშობლებისგან წამოვიდა - მშობლები ყიდულობენ ძირითადად თავიანთი შვილებისთვის. იმდენად დაცული გვაქვს პროპორციები, რომ ასევე გვიკვეთავენ არქიტექტორებიც სამშენებლო მაკეტების შესაქმნელად. კორპორატიული შეკვეთებიც გვქონდა - მაგალითად, დიდ ბრიტანეთში გაიტანეს 60 ნაკრები. სტატისტიკურად რომ გადავხედოთ მოთხოვნა დღითიდღე მზარდია. მაგ. ახალი წლის პერიოდში სპეციალურად ამ პერიოდისთვის გადადებული მარაგები დეკემბრის დასაწყისში უკვე ამოგვეწურა,“ - ამბობს თენგიზ მაღლაფერიძე.

ცნობისთვის, „მინი აგური“ ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა. კომპანია თბილისსა და ბათუმში ორ საწარმოს ფლობს და დღეის მდგომარეობით ბაზარზე 8 განსხვავებული მაკეტითაა წარმოდგენილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023