ბიზნესი
29/04/2023

"მინი აგურის" მინიატურული სამშენებლო მაკეტები ექსპორტზე საბერძნეთში გავა

„მინი აგურის“ პროდუქცია მიმდინარე წელს ექსპორტზე გავა. კომპანია გლობალურ ბაზარზე ინტეგრირებას საბერძნეთით დაიწყებს.

ვინაიდან წამოწყებას მსოფლიოს მასშტაბით ანალოგი არ ყავს, კომპანიაში ფიქრობენ, რომ პროდუქტი საერთაშორისო ბაზრებისთვისაც მიმზიდველი იქნება. როგორც „მინი აგურის“ დამფუძნებელი თენგიზ მაღლაფერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სამომავლოდ ჩამონათვალს ამერიკა და კანადაც დაემატება.

„მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტები ჩვენს ნაკრებებს დღესაც აქტიურად ყიდულობენ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროდუქტი უფრო ფართო მასებისთვისაც მიმზიდველი უნდა იყოს. შესაბამისად, საექსპორტო მიმართულებების ორგანიზებულად ათვისებას ვაპირებთ. წელს ჩვენი მაკეტების გატანას საბერძნეთში ვგეგმავთ. სამომავლოდ კი, ამერიკასა და კანადაშიც გვსურს ექსპორტზე გასვლა, რადგან ეს ბაზრები ფინანსურად ჩვენთვის მიმზიდველია,“ - აღნიშნავს თენგიზ მაღლაფერიძე.

საექსპორტო მიმართულებების ათვისების ფონზე, საწარმოში რეალიზაციის მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას ელიან და ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში გაიზრდება საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა. „მინი აგურში“ არც ახალი, დამატებითი სიმძლავრეების მქონე საწარმოს გახსნას გამორიცხავენ.

ცნობისთვის, „მინი აგური“ ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა. კომპანია თბილისსა და ბათუმში ორ საწარმოს ფლობს და დღეის მდგომარეობით ბაზარზე 8 განსხვავებული მაკეტითაა წარმოდგენილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023