ბიზნესი
12/01/2021

მიკროსაფინანსოების ბაზარს მხოლოდ 40 კომპანია შემორჩა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარს მხოლოდ 40 კომპანია შემორჩა. 2019 წელს საფინანსო ბაზარზე გამოწვეული ცვლილებების შედეგად, კომპანიათა ლიკვიდაციის პროცესი ისევ გრძელდება.

სებ-ის ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის 8 ლიკვიდაციის პროცესშია.

სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის დასაწყისითვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 67 იყო.

სებ-ის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გასულ წელს არერთგზის ახსნა, რომ მეტი მიკროსაფინანსო არ ნიშნავს მეტ კონკურენციას. კონკურენცია მაშინ შეიქმნება როდესაც ბაზარზე ჯანსაღი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები შეიქმნება.

2020 წლის აგვისტოს მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასესხო პორტფელი 1,13 მლრდ ლარს აღემატება. კონსოლიდირებული მოგება კი 2020 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, 13 მლნ-მდეა. მთლიანობაში ბაზარი 4035 ადამიანს ასაქმებს.

 

Businesspartner