ბიზნესი
26/07/2022

მიხო სვიმონიშვილის კომპანია ფერმერებთან რძის ხარისხის ამაღლებაზე მუშაობს

საქართველოში ნედლი რძის ხარისხი რომ ისევ პრობლემურია, ამაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს.

დმანისში, სადაც შვეიცარიულ-ქართული ტექნოლოგიით ყველის და რძის პროდუქტების წარმოება ხდება, ეს პრობლემა მაშინ გამწვავდა, როდესაც კომპანიამ რძის სხვადასხვა პროდუქტების წარმოების წარმოება და გაფართოება დაგეგმა, თუმცა, რძის დაბალი ხარისხის გამო ამ დრომდე ვერ განახორციელა.

პროექტს ახორციელებს  შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია“, რომლის დამფუძნებელი სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი მიხო სვიმონიშვილია. პროექტს ბიზნესმენი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სკოლის დირექტორმა თინათინ მახარაძემ განუცხადა, ამ დრომდე კომპანია პარტნიორ ფერმერებთან რძის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობს.

„მასობრივი წარმოებისთვის ჩვენს კომპანიაში  წარმოებული რძე ამ ეტაპზე არასაკმარისია, ამიტომ მოგვიწევს არსებული ფერმერებისგან პროდუქტის მიღება. პრობლემაა ხარისხი, ჰიგიენა,ამიტომ, ჩვენ მატთან ამ პროლემის გამსწორებაზე ვმუშაობთ. მას შემდეგ, რაც შესაძლებელი იქნება მათგან ჩავიბაროთ ხარისხიანი და სუფთა რძე, კარაქის წარმოებას მხოლოდ მაშინ დავიწყებთ,დიდი ალაბთობით 2023 წლის ზაფხულისთვის დავიწყებთ“-აცხადებს მახარაძე.

მისივე განცხადებით, უკვე შერჩეულია ფერმა,სადაც შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასიის“ წარმომადგენლები ტრენინგებს ატარებენ.

„ამ ეტაპზე რძეს ვერ ვიბარებთ, მომავალი თვიდან დავიწყევთ. შერჩეული გყვავს ფერმა, რომელიც მეტად მოგვყვა ამ საქმეში. საპილოტედ ვნერგავთ პროგრამას, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ რძის ხარისხი. დანარჩენ ფერმებსაც ეტაპობრივად ჩავრთავთ.

ვასწავლით ფერმერებს კვების ჰიგიენას, როგორ უნდა მოხდეს მასტიტის ამოცნობა  და ა.შ. გვაქვს ჩვენი ლაბორატორია,სადაც  ფერმერებისგან აღებულ ნიმუშებს ვტესტავთ, ამის მიხედვით ვადგენთ არის თუ არა გაუმჯობესება. ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენი სკოლის მიერ წარმოებულ  რძეს ვამუშავებთ, რადგან ამ ეტაპზე გარე ფერმებიდან ვერ ვიორებთ იმ ხარისხს, რაც საჭიროა და რაც ჩვენ ფერმაში გვაქვს,“-აცხადებს  მახარაძე.

როგორც სკოლის დირექტორი თინათინ მახარაძე განმარტავს, ქვეყანაში ზოგადად რძის ხარისხის ძალიან დაბალია. პრობლემასაც ეს ქმნის.

„ჩვენს ქარხანას აქვს რვაჯერ უფრო დიდი წარმადობა, ვიდრე ამას ჩვენ დღეს ვიყენებთ. თავიდან რომ რძე ჩავიბარეთ, იმდენად დაბალი იყო ხარისხი, რომ რძის მიღებაზე უარი ვთქვით. შესაბამისად, მხოლოდ საკუთარი ფერმიდან მიღებულ ნედლეულს ვამუშავებთ,“-აცხადებს მახარაძე.

როგორც ცნობილია, დმანისში, შვეიცარიული ტექნოლოგიით უკვე იწარმოება 4 დასახელების ყველი. სექტემბრიდან დაგეგმილია იოგურტის წარმოების დაწყება, ასევე განიხილება კარაქის წარმოებაც.

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში  შვეიცარული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს. 

Businesspartner