ბიზნესი
19/03/2020

მერია მცირე და საშუალო მეწარმეებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს

თბილისის მერია მცირე და საშუალო მეწარმეებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს. კახა კალაძის განმარტებით, საშეღავათო პერიოდი მარტის, აპრილისა და მაისის თვეებს შეეხება.

„იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომელთაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი მერიისგან იჯარით აქვს აღებული.

ამ მეწარმეებს თბილისის მერია გაათავისუფლებს მარტის, აპრილის და მაისის თვის ოჯარის გადასახადისგან.

ხელშეკრულებაში ცვლილებები განხორციელდება ეტაპობრივად და თუ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ვიქნებით, ეს შეღავათები გაგრძელდება შემდეგ თვეებშიც“,- აღნიშნა მერმა.