ბიზნესი
14/06/2021

მაღაზია "ბარაქა": ქსელურ მარკეტებს მადა ყოველდღიურად ეზრდებათ

არაბრენდირებულ მაღაზიათა ნაწილი პროდუქციაზე ფასების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ქსელურ მარკეტებში ე.წ ქეშბექის მაღალ პროცენტებს ასახელებს.

როგორც “ბიზნესპარტნიორთან“ მაღაზია „ბარაქას“ დამფუძნებელი, თემურ მენთეშაშვილი აცხადებს, პროცენტებს მზარდი ტენდენცია აქვს. ეს კი ერთი მხრივ, მცირე ზომის ბიზნესს არაკონკურენტულ გარემოში ამყოფებს, მეორე მხრივ, ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზებას ურთულებს.

„ნებისმიერ ქსელურ მარკეტში საქონლის შეტანა ანაზღაურებადია. ეს ტენდენცია ძლიერდება. ქეშბექის პროცენტები იზრდება და თანხა პირდაპირაა ასახული საქონლის თვითღირებულებაში. სადისტრიბუციო კომპანიები ქეშბექის თანხას არაქსელურ მაღაზიებსაც გვიბრუნებენ, მაგრამ სასაცილო ციფრებია. ქსელურ მარკეტებს მადა ყოველდღიურად ეზრდებათ. ეს ყველაფერი არაქსელურ მარკეტებს არაკონკურენტულ გარემოში გვამყოფებს. ჩვენთვის ეს დიდი დისკომფორტი და პრობლემაა. როცა სადისტრიბუციო კომპანიებს პერეტნზიას ვუყენებთ და ვეუბნებთ, რომ არათანაბარ პირობებში ვართ, ისინი გვეუბნებიან, რომ ქსელური მაღაზიები არიან ბევრი, თქვენ ხართ ცოტა, შესაბამისად, ერთსა და იმავე პირობებში ვერ ჩაგაყენებთო.

ასეთი პოლიტიკის გაგრძელება არაქსელური მაღაზიებისთვის მოიტანს იმას, რომ არაბრენდი და არაქსელური მარკეტების ნაწილი შემცირდება და ფიზიკურად ვეღარ ვიარსებებთ. ამ ტენდენციის გამო ისიც კი რთულია, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია მაღაზიებში დახლებზე მოხვდეს“,- აცხადებს მენთეშაშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023