ბიზნესი
29/09/2020

ლარის კურსის რყევები დამატებითი ზეწოლაა მომხმარებელზე - "არეა ჯგუფი"

COVID პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა როგორც ბევრ სექტორზე, ასევე დეველოპერულ ბიზნესზეც.

როგორც „არეა ჯგუფში“ აცხადებენ, უძრავი ქონების ბაზარზე იპოთეკური სესხის სუბსიდირების ფონზე გაყიდვები ზრდას იწყებდა, თუმცა თუ ლარის კურსის რყევა კვლავ გაგრძელდება, გაყიდვები აუცილებლად შეფერხდება.

„მომხმარებელი, რომლისთვისაც დღეს უკვე ამოცანაა რამდენად შეძლებს უძრავი ქონების შეძენას, ლარის კურსის რყევები დამატებითი ფაქტორია, რის გამოც ის უძრავი ქონების შეძენისგან თავს შეიკავებს,“ - განაცხადა „არეა ჯგუფის“ დირექტორმა თამარ მაშავამ.

როგორც „არეა ჯგუფის“ დირექტორმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, არასტაბილური მდგომარეობა დეველოპერულ ბიზნესზე ძალიან დიდი გავლენას მოახდენს.

თამარ მაშავას თქმით, განსაკუთრებით იმ სესხების შემთხვევაში, რომლებიც დოლარში გაიცემა, აუცლებელია ლარის სტაბილურობა, რათა მომხმარებლებმა გრძელვადიან პერსპექტივაში იცოდნენ, რომ სესხის დაფარვას გაწვდებიან.