ბიზნესი
03/06/2021

ხის ხელნაკეთი სათამაშოების სოციალური საწარმო "დადარი" საექსპორტო ბაზრებზე გააქტიურებას გეგმავს

მაღალხარისხიანი ხის ხელნაკეთი სათამაშოების მწარმოებელი სოციალური საწარმო "დადარი" ექსპორტის მიმართულების გაფართოებას გეგმავს.

როგორც საწარმოს მენეჯერმა, თეონა გეთიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, საწარმო ექსპორტის მოცულობის გაზრდას გეგმავს გერმანიაში, ამავდროულად კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ევროპულ ბაზრებთანაც.

თეონა გეთიაშვილის განმარტებით, ეკოლოგიურად სუფთა ქართულ ნაწარმზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეც მზარდია, თუმცა არსებობს გამოწვევები.

„მართალია ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებზე ადგილობრივ ბაზარზეც მოთხოვნა არ არის მასთაბური, მაგრამ მოთხოვნა მზარდია და ეს მნიშვნელოვანია. გვესაჭიროება მხარდაჭერა, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიცნოს და გაიგოს ქართული წარმოების შესახებ,“ - ამბობს თეონა გეთიაშვილი.

სოციალური საწარმო "დადარი" ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანია აწარმოებს ხის, ნატურალურ სათამაშოებს, რომლებიც დამუშავებულია ასევე ნატურალური საღებავებით. საწარმოში დასაქმებული არიან სპეციალური საჭიროებების მქონე და იძულებით გადაადგილებული პირები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022