"კერნელი" ინდოეთის ბაზარზე შევიდა
ფინანსური ხელსაწყოების პლატფორმა "კერნელი" ინდოეთის ბაზარზე შევიდა.
ქართული კომპანია ინდოეთის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ბუღალტრული პროცესების გაფიცრულებასა და ავტომატიზაციაში დაეხმარება.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ბექა დალაქიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, მიმდინარე ეტაპზე, "კერნელის" პლატფორმაზე უკვე 400-მდე მომხმარებელია რეგისტრირებული.
„გავაკეთეთ სხვადასხვა ბაზრის კვლევა და ვნახეთ, რომ ინდოეთი, ერთი მხრივ, არის ყველაზე დიდი ბაზარი "კერნელისთვის" მსოფლიოში. 70 მლნ-ზე მეტი რეგისტრირებული მცირე ბიზნესია, რომლებიც კონკრეტულად ჩვენი სამიზნე აუდიტორიაა. ამასთან, ინდოეთში არის ახალი საგადასახადო მოთხოვნები, რომლებიც არის საკმაოდ კომპლექსური და მცირე ბიზნესებისთვის ძალიან რთულია ამ რეგულაციების გაგება, მათზე მორგება და შესაბამისად, ბოლო 2 თვის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით ადგილობრივ ბუღალტრებთან, ფინანსების პროფესიონალებთან და ასევე მცირე მეწარმეებთან იმისათვის, რომ სისტემა მოგვერგო ინდოეთის საჭიროებებზე და ეს შევძელით,“ - განაცხადა ბექა დალაქიშვილმა.
ქართული კომპანია ამაზე შეჩერებას არ აპირებს და მომავალი წლის ბოლომდე პაკისტანში ან ნიგერიაში გაფართოებასაც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ "კერნელი" 2 წელია არსებობს და საქართველოსა და ფილიპინების ბაზარზე წარმატებით ოპერირებს.