ბიზნესი
28/12/2020

"ქართლი ტექსტილი" ცნობილი გუნდებისთვის სპორტულ სამოსს შეკერავს

რუსთავში “აჭარა ტექსტილის” რიგით მეოთხე საწარმო - “ქართლი ტექსტილი” გაიხსნა. 25 000 კვადრატული მეტრის ფართობის ქარხანა 5 თვეში აშენდა და საწყის ეტაპზე 700, სამომავლოდ კი 4000 ადგილობრივს დაასაქმებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ლარია, საიდანაც 10 მილიონი ლარი თიბისიმ, სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დააფინანსა, ნაწილობრივი ინვესტცია კი თურქულმა კომპანია „აჩეკა ჰოლდინგმა“ განახორციელა.

„ქართლი ტექსტილში“ უკვე არსებული სამი ობიექტის მსგავსად, საექსპორტო სპორტული სამოსი შეიკერება. რუსთავში ახალი ქარხნის ამოქმედებით აჭარა ტექსილის წარმოების მოცულობა, ისევე როგორც წლიური ექსპორტის ჯამური მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

ქართული ექსპორტიორი კომპანია „აჭარა ტექსტილი“ საფეიქრო მრეწველობის სფეროში 2009 წლიდანაა ჩართული და დღემდე ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში სამ სამკერვალო ქარხანას აერთიანებდა. სადაც ჯამში 3500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

კომპანია სპორტული პროდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახორციელებს და ისეთ მსხვილ სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Lotto, Erima, Under Armour და სხვა.

საწარმოში სპორტული სამოსი მსოფლიოში წამყვანი სპორტული გუნდებისთვის (აიაქსი, არსენალი, ლიონი, მალაგა, ატლეტიკო, მადრიდი, გალათასარაი) და სხვადასხვა ეროვნული ნაკრებისთვის (საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ხორვატია, შევიცარია) იკერება.
ჯგუფი წლიურად 15 000 000 ერთეულ სპორტულ პროდუქტს ქმნის და მისი წლიური ექსპორტის ჯამური მოცულობა 250 მილიონი ლარია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023