ბიზნესი
04/02/2022
"კარგონი" უზბეკეთისა და ყაზახეთის ბაზარზე შედის
„კარგონი“ ცენტრალური აზიის ბაზარზე შევა.
ქართული კომპანია, რომელიც ვებ-პლატფორმისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებელს ტვირთის საავტომობილო გადაზიდვას უმარტივებს, საკუთარ მომსახურებას უზბეკეთსა და ყაზახეთს შესთავაზებს. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. აღნიშნულ ბაზრებზე "კარგონი" წლის მეორე კვარტალში უკვე ჩაეშვება.
ამასთან, უკვე ორი თვეა, რაც "კარგონი" სომხეთის ბაზარზეც შევიდა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, ვანო ჩალაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშულ ბაზარზე ლოგისტიკური პროცესები წარმატებით იმართება.
სომხეთში ორთვიანი ოპერირების მანძილზე "კარგონის" პლატფორმას აქტიურად უკვე 25 კომპანია იყენებს. "კარგონს" სომხეთში უკვე 200-მდე პარტნიორი გადამზიდი ჰყავს.