ბიზნესი
09/07/2020

ჯორჯიან პროდაქტსის ძაღლის საკვები ევროკავშირის ბაზარზე შედის

ცხოველების ავეჯისა და საკვების მწარმოებლი ქართული კომპანია ევროკავშირის ბაზარზე შედის. ჯორჯიან პროდაქტსი ევროკავშირში ძაღლის საკვებს შეიტანს.

კომპანია ევროკავშირის მხრიდან ნებართვას სექტემბრის ბოლოსთვის ელოდება. ქათმის ხორცისგან დამზადებული პროტეინების შემცველი ძაღლის საკვების რეალიზაციას ევროკავშირის ბაზარზე ჯორჯიან პროდაქტსის ექსკლუზიური პარტნიორი, გერმანლი კომპანია ზოოპლუსი განახორციელებს.

ჯორჯიან პროდაქტსის მენეჯმენტის განცხადებით, ევროკავშირის ბაზარზე გასვლა წარმოებას მინიმიმ 3-ჯერ გაზრდის. ამ ეტაპზე, კომპანიას ძაღლის საკვები ექსპორტზე ამერიკაში გააქვს.

Businesspartner