ბიზნესი
03/06/2021

"ჰენდიკრაფტი" პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს

საბავშვო ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელი კომპანია "ჰენდიკრაფტი" პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.

საძილე ტომრები, შემეცნებითი ხალიჩები და წიგნები - ის პროდუქტებია, რომელსაც კომპანია 100%-იანი ბამბის ქსოვილისა და ქართული თექისგან ქმნის.

როგორც "ჰენდიკრაფტის" დამფუძნებელმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, კომპანია საბავშვო ხაზის დამატებაზე მუშაობს.

თამარ კობახიძის თქმით, კაბების შექმნა უკვე დაწყბეულია, საზაფხულოდ კი ბავშვის ტანსაცმლის ახალი კოლექცია გამოვა და გაიზრდება ასორტიმენტი.

როგორც "ჰენდიკრაფტის" დამფუძნებელი განმარტავს, როდესაც საქმე საბავშვო პროდუქციას ეხება უმნიშვნელოვანესია ნაწარმი იყოს ეკოლოგიურად სუფთა. სწორედ ამით გამოირჩევა ქართული წარმოების პროდუქციაც, მისივე თქმით, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა მზარდია.

„გადაწყვეტილების მიღებისას, მშობლები უპირატესობას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ანიჭებენ. ეს არის პირველი პარამეტრი. წინა წლებთან შედარებით, ადგილობრივ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია, რადგანაც უკვე ქართველმა მომხმარებელმაც ჩვენი ქართული პროდუქცია მეტად დააფასა. იმპორტირებული საქონლის ჩანაცვლება უკვე შეგვიძლია, ჩვენი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით და ვფიქრობ, ეს რაოდენობა წლიდან წლამდ, რა თქმა უნდა, კიდევ გაიზრდება.“ - ამბობს თამარ კობახიძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022