ბიზნესი
03/04/2023

გურმე: ნედლეულის გაიაფების შედეგად, სააღდგომო პასკებზე ფასი შევამცირეთ

საკონდიტრო „გურმეში“ სააღდგომო სამზადისი უკვე დაიწყო. როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი რუსა მუზაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, გასული წლების მსგავსად, საკონდიტრო წელსაც საკმაოდ დატვირთულია.

მისივე ინფორმაციით, "გურმემ" შეკვეთების მიღება რამდენიმე დღეა დაიწყო. ბევრია, როგორც კორპორატიული, ასევე საცალო შეკვეთები. კომპანიაში იმედოვნებემ, რომ წელს გასულ წელთან შედარებით მოთხოვნა 50%-ით მეტი იქნება. 

რაც შეხება ფასებს, საკონდიტროში აცხადებენ, რომ პასკებზე ფასები შემცირებულია.

„გასულ წელთან შედარებით, სააღდგომო პასკებზე ფასები ნამდვილად შემცირებულია, რადგან დაიკლო ნედლეულის ფასმა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მომხმარებლის ინტერესები და პროდუქტი, შეძლებისდაგვარად, მისაღებ ფასში შევთავაზოთ. ჩვენს ასორტიმენტში შედის როგორც ტრადიციული პასკები, ისე - პასკა ცუკატებით, ნუთელათი და ნუშის ფანტელით, რა თქმა უნდა ხაჭოს პასკა და ასევე, გვაქვს დეკორაციით მორთული პასკებიც. ტრადიციულ პასკებთან ერთად, ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ მორთულ პასკებზეა ხოლმე. წელსაც იგივე მოლოდინი გვაქვს,“ - აცხადებს რუსა მუზაშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023