ბიზნესი
10/07/2023

Geparts -ის სერვისზე მოთხოვნა მზარდია

ქართული სტარტაპის Geparts-ის სერვისზე, ადგილობრივ ბაზარზე, მოთხოვნა მზარდია. ვირტუალური ავტოასისტენტი მომხმარებლებს სასურველი ავტონაწილის მოძიებას უმარტივებს.

ამას კი, მესენჯერის ჭკვიანი ჩატბოტი მხოლოდ ავტომობილის ვინ კოდის იდენტიფიცირებით, 4 წმ-ში ახერხებს, რადგან სტარტაპი პარტნიორ ორგანიზაციებში არსებული ავტონაწილების ასორტიმენტს live რეჟიმში აღიქვამს.

დღეს Geparts-ის ბაზაში ავტონაწილების უკვე მილიონამდე კატეგორიაა. სტარტაპს პროდუქციის 10 უმსხვილეს იმპორტიორ კომპანიასთან და ასევე ისეთ ოფიციალურ ცენტრებთან აქვს პირდაპირი ინტეგრაცია, როგორებიცაა მაგალითად, Audi და Kia.  შესაბამისად, მზარდია მომხმარებელთა რაოდენობაც.

როგორც Geparts-ის დამფუძნებელი, პაატა ბერიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, შედეგის მიღწევაში სტარტაპს პარტნიორი კომპანია "რეინვენთ ჰოლდინგი"  დაეხმარა.

„სანამ ჩატბოტს გავუშვებდით, გყვავდა 15 000 მომხმარებელი. რაც ჩატბოტი გავუშვით, ყოველგვარი მარკეტინგული აქტივობის გარეშე, 3 თვეში, მოგვემატა 10 000 მომხმარებელი. საშუალოდ თვეში 5 000 მომხმარებელი გვემატება და აქედან ბევრი ჩვენს სერვის უკვე მეორედ იყენებს.

ახლა მიმდინარეობს ჩატბოტის დაჭკვიანება, შესაბამისად, მთავარი შედეგები ჩატბოტს ჯერ არ დაუდია და ყველაფერი წინ არის. 2023 წელს გვინდა მარკეტინგული აქტივობების გაშვება, რომელიც მომხმარებელთა რაოდენობას გაზრდის,“ - ამბობს Geparts -ის დამფუძნებელი, პაატა ბერიაშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023