ბიზნესი
09/06/2023

Georgian Greens-ის თერმულად დამუშავებული ბოსტნეულის პასტები კატარშიც გაიყიდება

Georgian Greens-ის თერმულად დამუშავებული ბოსტნეულის პასტები კატარშიც გაიყიდება.

კომპანიის დამფუძნებელი ეკატერინე ვეფხვაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ  საწარმო ფოკუსირებას ზოგადად, საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს.

მათ შორის, პასტების ნიმუშები უკვე გაგზავნილია კატარის, დუბაის, ისრაელისა და ჩეხეთის მიმართულებით. პირველ დიდ შეკვეთას კომპანია, კატარში, დოჰას "ლულუს" ჰიპერმარკეტების ქსელში, მიმდინარე თვეში გაგზავნის. საწარმომ FDA სერტიფიკატიც მოიპოვა და ამერიკის ბაზრის ათვისებაზეც მუშაობს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში პოტენციურ დამკვეთებთან უკვე გვაქვს მოლაპარაკებები და ვვარაუდობთ, რომ ამ მიმართულებასაც მალე ავითვისებთ. რაც შეეხება ჯემების მიმართულებას, ვაწარმოებთ, როგორც შაქრიან, ასევე უშაქრო პროდუქტს. სხვადასხვა საინტერესო გემოების კომბინაციის ჯემები გაყიდვაში მომავალი თვიდან ჩაეშვება.რაც შეეხება ექსპორტს, ჯემებიც პასტების მიმართულებებს მიებმება. პირველი დიდი გზავნილი, ამ შემთხვევაშიც, დოჰას "ლულუს" ჰიპერმარკეტების ქსელში განცოხრიელდება,“- აღნიშნავს Georgian Greens-ის დამფუძნებელი, ეკატერინე ვეფხვაძე.

მისივე ინფორმაციით, Georgian Greens-ის თერმულად დამუშავებული ბოსტნეულის პასტებზე მოთხოვნა მზარდია. თვიდან თვემდე რეალიზაციის მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით იზრდება.

საწარმო 13 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, რომელთა რეალიზაციასაც, ადგილობრივ ბაზარზე, "ევროპროდუქტში", "წერტის" ქსელებსა და "ვოლტ მარკეტზე" ახორციელებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023