"ფელამუშიტოს“ ჩამოსასხმელი ფელამუში კინოთეატრებშიც იყიდება
ფელამუშის თანამედროვე დესერტების მწარმოებელმა კომპანიამ „ფელამუშიტო“ ჩამოსასხმელი ცხელი ფელამუშის გაყიდვის წერტილები გააფართოვა.
ქართული ტრადიციული დესერტი თანამედროვე სახით, უკვე Cavea-ს კინოთეატრებშიც (Cavea გალერეასა და Cavea სითი მოლი საბურთალოზე) იყიდება.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, "ფელამუშიტოს" ჩამოსასხმელი ფელამუში, თბილისის მასშტაბით,ორი კვირაა ლაღიძის ქსელურ კაფეებშია წარმოდგენილი. პროდუქტის დაგემოვნება თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა Drive ობიექტებზეცაა შესაძლებელი. მანამდე პროდუქტის მირთმევა მომხმარებელს მხოლოდ კომპანიის ფილიალებში შეეძლო.
მათივე ინფორმაციით, "ფელამუშიტო" ქართულ ტრადიციულ დესერტს მოდერნიზებული სახით - სხვადასხვა ვარიაციებით აწარმოებს. ჩამოსასხმწლი ფელამუშიტო კი კომპანიის ინოვაციაა.
შეგახსენებთ, „ფელამუშიტო“ ქართულ ბაზარზე მეორე წელია ოპერირებს და დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ფილიალითაა წარმოდგენილი. კომპანიამ“ ჩამოსასხმელი ფელამუშის წარმოება გასულ წელს დაიწყო.
„ფელამუშიტო“ მომხმარებელს კლასიკურ ფელამუშთან ერთად ისეთ მოდერნიზებულ ვარიაციებსაც სთავაზობს, როგორიცაა: ფელამუში თეთრი შოკოლადით, ყავით, კარამელით, გლინტვეინით და სხვა.