ფოტო: ირაკლი ხიდეშელი
ბიზნესი
20/06/2022

Dr. Drive - პირველი Drive thru სააფთიაქო ქსელი საქართველოში

საქართველოში პირველი Drive thru სააფთიაქო ქსელი გაიხსნა. დრაივზე სააფთიაქო მომსახურების მიღება ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ ლოკაციაზეა შესაძლებელი. აფთიაქში მეორე ჯგუფის მედიკამენტების, ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებების და ასევე, ბავშვთა კვების შეძენა მანქანიდან გადმოუსვლელადაა შესაძლებელი.

ახალი კონცეფციის აფთიაქი მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული და დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

„მთავარი იდეა და კონცეფცია ამ აფთიაქის შექმნის იყო ის, რომ ადამაინებისთვის შეგვექმნა მაქსიმალური კომფორტი, დაგვეზოგა დრო და მისი ენერგია საპარკინგე ადგილების ძებნის, რიგში დგომის და ა.შ. რაც სხვა სააფთიაქო ქსელებში არ მოგვწონდა და მოგვწონდა გავაერთიანეთ ერთი იდეაში.“ - ამბობს ანიკა იაშაღაშვილი.

როგორც Dr. Drive-ის თანადამფუძნებელმა, ანიკა იაშაღიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, მომხმარებლის მხრიდან ინტერესი და მომართვიანობა დღითიდღე მზარდია. ორი წლის თავზე კომპანია გაფართოებას და მთელი ქვეყნის მასშტაბით 20-ზე მეტი ობიექტის გახსნას გეგმავს.

„2 წლის თავზე მინიმუმ 25 ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. თბილისიდან დაწყებული ბათუმის ჩათვლით ავითვისებთ გზებს. ძირითადად ისეთ მონაკვეთებს, სადაც ადამიანს უჭირს აფთიაქის პოვნა და ეს მისთვის აუცილებელია,“ - ამბობს ანიკა იაშაღაშვილი.