დაპაუზებული გაფართოების გეგმა და გასტუმრებული ვალდებულებები - “კულას“ 2020 წელი
საკონსერვო წარმოება „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ 2020 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ მიმდინარე წელი რთული იყო, თუმცა კომპანიის მენეჯმენტმა მაქსიმალიურად ეცადა სრულყოფილად გაესტუმრებინა ის ვალდებულებები, რაც სახელმწიფოსთან ან კერძო დამკვეთებთან ჰქონდა.
როგორც გოგლიძე განმარტავს, გაყიდვების თვალსაზრისით კომპანია წელს დაგეგმილ მაჩვენებელზე გადის.
„გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება არ გვაქს. პანდემიის დროს გაყიდვებს პრობლემა არ შექმნია, პრობლემური საწარმოო პროცესი იყო. მაგალითად, მარტ-აპრილში, ლოკდაუნის დროს შეფერხებული იყო გადაადგილება, არ მოძარობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გამოცხადებული იყო კომენდანტის საათი. სიტუაციას ამძიმებდა ის, რომ თანამშრომლების გარკვეული ნაწილი დაინფიცირდა კიდეც. ვინაიდან ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ვაწარმოებთ, ხალხი მაინც ყიდულობდა ჩვენს პროდუქციას და პანდემია გაყიდვებზე თითქმის არ აისახა,“ - აცხადებს ვანო გოგლიძე.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში ლარის გაუფასურებამ ნეგატიური პროცესები მოიტანა, თუმცა „კულაზე“ ამას ნეგატიური შედეგი თითქმის არ მოუტანია.
„კულა“ ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს.
კომპანია 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს.
„ჩვენ გადასახადებს ლარში ვიხდით, კომუნალურებს ეროვნულ ვალიუტაში ვიხდით და ასევე ხილს ლარში ვყიდულობთ. ვალუტას მხოლოდ ტარა მასალის იმპორტზე ვიყენებთ. სწორედ ამან პროდუქციის ღირებუელბა მეტნაკლებად გაზარდა, თუმცა, „კულას“ მიმდინარე წელს პროდუქციაზე ფასი არ მოუმატია და განხვავებას, მოგების მარჟიდან აკომპენსირებდა“-აცხადებს ვანო გოგლიძე.
მისი განმარტბეით, პანდემიამ „კულას“ გაფართოების გეგმები დაუპაუზა.