დამაბინძურებელი მასალების წარმოება-რეალიზაცია მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში დაიშვება
2021 წლის 1 იანვრიდან სამშენებლო მასალების, საბურავებისა და აალებადი ნივთიერებების ცენტრალურ უბნებში უსისტემოდ და დასახლებულ პუნქტებთან ახლოს გაყიდვის ამკრძალავი კანონის აღსრულება
როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, კანონი უკვე ძალაშია და მისი აღსრულება, რათა ამ სფეროში მომუშავეები კანონს მომზადებულები შეხვდნენ, 2021 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.
მერმა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს ბიზნეს სექტორის წარმოამდგენლებთან კომუნიკაცია და მათთვის შესაბამისი მითითებეის მიცემა დაავალა.
„გვინდა, ამ ადამიანებს, ვინც ამ მიმართულებით მუშობს ქონდეთ გარკვეული დრო, რომ მოემზადონ ამ კანონის აღსასრულებლად. რადგან 2021 წლის 1 იანვრიდან ამას მოყვება ძალიან მკაცრი კონტროლი და მკაცრი რეაგირება, ვინც არ აღასრულებს კანონს,“- აღნიშნა თბილისის მერმა.
მსგავსი მასალების წარმოება-რეალიზაციისთვის კონკრეტული ადგილები გამოიყოფა.