ბიზნესი
22/03/2021

დაბადების დღე შინაური ცხოველებისთვის - რას სთავაზობს Misho’s Pet Café ოთხფეხა მეგობრებს

Misho’s Pet Café მომხმარებლებისთვის პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას გეგმავს.

როგორც კაფის დამფუძნებელი, მაკა ბაიდოშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, Misho’s Pet Café-ში სამომავლოდ შინაური ცხოველების დაბადების დღეების გადახდა იქნება შესაძლებელი. ამ მიმართულებით, კაფე მომხმარებლებს სპეციალურ პაკეტებს შესთავაზებს.

ამას გარდა, იგეგმება ოთხფეხა მეგობრების ქცევის კორექტირებასა და სხვა თემებზე სემინარების ჩატარებაც, რომელსაც მოწვეული კინოლოგი გაუძღვება.

ახლო მომავალში სემინარებს ჩაატარებს ვეტერინარიც, რომელიც მომხმარებლისთვის აქტუალურ და საინტერესო თემებზე დასმულ კითხვებს უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პირველი შინაურ ცხოველთა კაფე 1 თვეა გაიხსნა. ეს სივრცე მომხმარებლებისთვის ერთდროულად რამდენიმე შეთავაზებას აერთიანებს. კაფეში მოწყობილია მაღაზიის კუთხეც, სადაც მსურველებს შინაური ცხოველებისთვის ტანსაცმლის, ავეჯისა თუ აქსესუარების შეძენა შეუძლიათ. ამასთან, კაფე სტუმრებს სპეციალურად ოთხფეხა მეგობრებისთვის შექმნილ ორცხობილებსაც სთავაზობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022