CROSTY: წარმოების იტალიაში გადატანამ გაამართლა
ფეხსაცმელების ქართულმა ბრენდის - CROSTY-ს წარმადობა, წარმოების იტალიაში გადატანის შემდეგ, 500%-ით გაიზარდა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი მიქაია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, წარმადობის ზრდასთან ერთად, CROSTY მსოფლიო ბრენდებთან კონკურენციას მეტად უძლებს.
„ცოტა რთული იყო გადაწყობა, მაგრამ წარმოების იტალიაში გადატანამ, რა თქმა უნდა, გაამართლა. წარმადობის კუთხით, უფრო დიდი კომფორტი გვაქვს. რაც მთავარია, ზრდის არ გვეშინია, რისი საშიშროებებიც აქ არსებობდა. მთავარი საფრთხე საქართველოში გვქონდა ის, რომ ზრდის შემთხვევაში ვერ დავაკმაყოფილებდით წარმადობას. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ.
აქ თუ შესაძლებელი იყო 5 000 ფეხსაცმლის წარმოება ერთ სეზონზე, იტალიაში უკვე 100 000 შეგვიძლია “ - ამბობს გიორგი მიქაია.
ცნობისთვის, Crosty-ს შექმნის იდეა ორ ძმას ეკუთვნის. სპორტული ფეხსაცმლის გაყიდვები კომპანიამ ოფიციალურად 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და ექსპორტზეც გავიდა.