ბიზნესი
01/01/2021

Corebook-ი საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს

ინოვაციური ციფრული ინსტრუმენტი Corebook, რომელიც ბრენდ მენეჯერებსა და დიზაინერებს კომპანიის მისიის, თვისებებისა და ღირებულებების მომხმარებლებამდე მისატანად მარტივ და ეფექტურ გზას სთავაზობს, 2025 წლისთვის ბაზრის 20%-ის მოზიდვას გეგმავს. ამ ეტაპზე კომპანია აქცენტს ევროპასა და დიდ ბრიტანეთზე აკეთებს. ამასთან, სტარტაპი კონტაქტების დამყარებას ნიუ იორკშიც ცდილობს.

როგორც Corebook-ის დამფუძნებელმა იანის ვერზემნიეკსმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, კომპანია 2021 წელს Corebook-ის განახლებული ვერსიის გამოშვებასაც აპირებს. ამასთან, იგეგმება სამუშაო გუნდის 15 კაცამდე გაზრდაც.

„Corebook ეხმარება მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ბრენდებს, დიზაინერებს და ბრენდ მენეჯერებს, რომლებსაც უნდათ, რომ დაიცვან და გაზარდონ თავიანთი ბრენდის ფასი. ამასთან, მომხმარებელს არ სჭირდებათ გაიარონ გრძელვადიანი სწავლება იმისათვის, რომ ისწავონ პოგრამირება, ან დახარჯონ დრო სხვადასხვა ვიდეო ტუტორიალზე. Corebook-ის მეშვეობით პროექტების შესრულება კოდის გამოყენების გარეშეა შესაძლებელი. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა UX დიზაინია, რომელიც პროდუქტს მარტივად გამოსაყენებელს ხდის,“ - ამბობს იანის ვერზემნიეკსი.

ცნობისთვის, Corebook ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. სტარტაპის კონკურენტული უპირატესობა UX დიზაინია, რომელიც პროდუქტს მარტივად გამოსაყენებელს ხდის. ამასთან, კომპანიას სამი ენჯელ ინვესტორიც ჰყავს, რომლებმაც სტარტაპში 40 ათასი ევროს ინვესტიცია ჩადეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023