ბიზნესი
26/01/2021

"ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას"

ბიზნეს სექტორი ეკონომიკის გახსნას ითხოვს. ივა ჭყონიას შეფასებით, ბიზნესის მრავალი სექტორი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მათ არ იციან მომავალში როგორ შეიძლება ფუნქციონირება აღადგინონ.

როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, თუ მთავრობა მარტამდე რეგულაციების შემსუბუქების ან მოხსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს მცირე და საშუალო ბიზნესის ბევრი წარმომადგნელი გაკოტრდება.

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯომარე ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან გუშინ გამართულ შეხვედრასაც შეეხო. მისი შეფასებით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა საკუთარი პრობლემები და საჭიროებები უკვე არა ერთხელ გააჟღერეს და პროცესის დასაწყებად ინფორმაციის ახლა მოძიება მთავრობისგან დაგვიანებულია. ამასთან, ივა ჭყონიას განცხადებით, მეორე ტალღას მთავრობა გარკვეულწილად მომზდაბეული უნდა დახვედროდა.

ბიზნესის მხრიდან, როგორც ივა ჭყონია განმარტავს, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენა სახელდება. ამასთან, სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სამთო-სათხილამურო კურორტები 1 თებერვლიდან უნდა გაიხსნას.

„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, უბრალოდ მთავარია აქ იყოს მთავრობის ნება. მართალია ეპიდემიოლოგებმა მთავრობა უნდა გააფრთხილონ, მაგრამ აგრეთვე ვართ ბიზნეს სექტორი, რომელსაც საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს. გადაწყვეტილების მიმღები არის მთავრობა, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გახსნას ქვეყანა,“ - ამბობს ივა ჭყონია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023