ბიზნესი
12/12/2020

ბერეტების მწარმოებელმა კომპანია  Red-მა წარმოების ახალი ხაზი - Redstone გაუშვა

ბერეტების წარმოებით ცნობილმა კომპანია  Red-მა წარმოების ახალი ხაზი - Redstone გაუშვა, რომლის სამკაულებიც მთლიანად ბუნებრივ ქვებზეა აგებული.

როგორც Red-ის დამფუძნებელი თამარ მაჭავარიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, პადემიის ფონზე, კოვიდთან ბრძოლაში “რედმა“ საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტა. კომპანიის  ხელწერით შექმნილი აბრეშუმის პირბადეები, რომლებიც ხელით იკერება და იქარგება, უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

RED-ის მრავალფეროვან ასორტიმეტში საზაფხულო დაწნული ქუდები მთელი სეზონი, ბერეტებზე მეტი პოპულარობითაც კი სარგებლობდა.

როგორც მაჭავარიანი აცხადებს, ხელით ნაქარგი კაბების geo fashion lab–ში შეტანა მოესწრო, თუმცა, სხვა მაღაზიების ათვისებაში ხელი პანდემიამ შეუშალა.

ონლაინ გაყიდვები გრძელდება, თუმცა red-ში იმედოვნებენ, რომ ასეთი გაყიდვები დიდხანს არ გასტანს და  პროდუქცია სხვა მაღაზიების დახლებზეც მალე გამოჩნდება.

ამ ეტაპზე კი პროდუქცია რეგიონებში ფოსტით იგზავნება, ხოლო თბილისში Red-ი რამდენიმე საკურიერო კომპანიასთან თანამშრომლობს. „ცოტა რთულია პანდემიის გამო სამომავლო გეგმებზე საუბარი მაგრამ Red-ი მომავალში მთლიანად აპირებს, რომ ტანსაცმლის ხაზზე გადავიდეს.“ - ამბობს თამარ მაჭავარიანი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022