ბიზნესი
24/06/2021

Beko: ტექნიკა გაიაფდა, გაყიდვებმა 2019 წლის მაჩვენებელს გადაუსწრო

ტექნიკა გაიაფდა, გაყიდვებმა  კი 2019 წლის მაჩვენებელს გადაუსწრო.

Beko-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ თუ ლარი გამყარებას განაგრძობს და კურსი 3.10–იან ნიშნულს ჩამოცდება, ტექნიკის ფასები კიდევ უფრო შემცირდება.

„როდესაც ლარი გაუფასურდა და 1 დოლარის ღირებულება 3.40 ლარს  გადაცდა, პროდუქტის გაძვირება მოგვიწია. თუმცა, ლარის გამყარებასთან ერთად ტექნიკის ღირებულება შევამცირეთ. ასევე ხვალიდან მომხმარებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე და კომპლექტებზე დიდ ფასდაკლებებს მიიღებს. რაც შეეხება მოთხოვნას, სიმართლე გითხრათ, მომხმარებლის ასეთ აქტიურობას არ ველოდით, 2020 წელთან შედარებით ძალიან კარგად მივდივართ და მეტიც, 2019 წლის მაჩვენებლებს ცოტა გადავაჭარბეთ. მოლოდინები პოზიტიურია და ვცდილობთ დადებითი ნაბიჯები გადავდგათ.

რაც შეეხება, სატვირთო გადაზიდვებს ფასები 4–ჯერ გაიზარდა. პროდუქციის 80% თუქეთიდან შემოგვაქვს, თუმცა არის მოდელები, რომლებიც ჩინეთიდან  არის იმპორტირებული. გადაზიდვის ფასი $2700–$2800–დან $12 000-მდეა გაზრდილი. მოლოდინი გვქონდა, რომ ივნისიდან შემცირდებოდა ფასები, თუმცა ჯერ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, " - აღნიშნავს მეჰმედ მელექი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023