ბიზნესი
22/04/2023

"ბებიას“ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია

სოციალური საწარმოს - „ბებიას“ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება.

როგორც საწარმოს თანადამფუძნებელმა, მარიამ ხუტუაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, უფრო მრავალფეროვანი გახდა ასორტიმენტიც. დღეს ბებიები ქუდებთან ერთად, ყველა ასაკისთვის გათვლილ, ხელთათმანებს, წინდებსა და შარფებსაც ქსოვენ.

„ბებიას“ პროდუქციის შეძენა სოციალურ ქსელებთან ერთად სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკიშიცაა“ შესაძლებელი.

სოციალურ საწარმოთა ალიანსის დირექტორი, სალომე კუსიანიც  „ბებიას“ პროდუქციაზე მზარდ მოთხოვნაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ბებიების ნაქსოვი ნატურალური ნაწარმი უცხოელებისთვისაც მიმზიდველია.

„როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებში სოციალური დარტვირთვის მქონე ნივთებისადმი დაინტერესება მზარდია. „ბებიას“ ნაწარმი ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს მათში და გარდა ამისა, როდესაც იგებენ თუ რა ტიპის სოციალური მისია დგას მათ მიღმა და მომხმარებლების მიერ სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვით ვის ვაძლიერებთ დაინტერესება კიდევ უფრო მეტად იზრდება,“ - ამბობს სალომე კუსიანი.

ცნობისთვის, სოციალური საწარმო „ბებიას“ 3 წლის წინ შეიქმნა. დღეს ნატურალური თუშური შალით ხელნაკეთ აქსესუარებს 15-მდე ბებია ქსოვს.

 

 

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023