ბიზნესი
24/04/2023

"ბებიას" ნაქსოვი აქსესუარები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიყიდება

სოციალურ საწარმო „ბებიას“ გაფართოების გეგმები აქვს. როგორც საწარმოს თანადამფუძნებელი, მარიამ ხუტუაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, უცხოელი მომხმარებლების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, „ბებიას“ საკუთარი პროდუქციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა აქვს დადგეგმილი. 

კომპანია პროდუქციის ნიდერლანდებსა და ამერიკაში გატანას და გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობას გეგმავს. ამ ეტაპზე საწარმო აღნიშნულ ქვეყნებში პარტნიორებს ეძებს.

„უმეტესობა გარე მარკეტებზე ვინც ყიდულობდა და ძალიან აღფრთოვანებული იყო ჩვენი იდეით, იყვნე უცხოელები. აქედან გამომდინარე, მივხვდით, რომ მარტო ქართული ბაზრისთვის ეს ყველაფერი არ იყო საკმარისი და გვინდა ექსპორტზე გასვლაც. უკვე გავაკეთეთ  Etsy-ზე, თუმცა,  უცხოური ბაზრების ათვიზების მიზნით გეგმაში იქაურ გამოფენა-გაყიდვებში  მონაწილეობა შედის,“ - აცხადებს მარიამ ხუტუაშვილი.

ვინაიდან ბებიების საქმიანობა ახლა მხოლოდ სეზონურია,კომპანიის  სამომავლო გეგმებში სამკერვალოს შექმნაც შედის. ამ ეტაპზე, სოციალური საწარმო დაფინანსების ძიების პროცესშია.

ცნობისთვის, სოციალური საწარმო „ბებიას“ 3 წლის წინ შეიქმნა. დღეს ნატურალური თუშური შალით ხელნაკეთ აქსესუარებს 15-მდე ბებია ქსოვს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023