ბიზნესი
26/01/2022

"ბაიას ღვინო" ბიოსერტიფიკატის მოპოვებას გეგმავს

"ბაიას ღვინო" ბიოსერტიფიცირებას გეგმავს.

კომპანია შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვებას დაახლოებით 3 წელში ვარაუდობს.

კომპანიის სამომავლო გეგმებში შედის წარმოების მოცულობების ზრდა და ახალი საწარმოს გახსნაც. როგორც კომპანიის დამფუძებელი ბაია აბულაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ახლი საწარმოს მშენებლობა წელს იგეგმება, რაც დასაქმებულთა რაოდენობასაც გაზრდასაც გულისხმობს.

მომდევნო 5 წელიწადში კი, ახალი ვენახების მოსავლიანობიდან გამომდინარე კომპანია წარმოების გასამმაგებას ელის.

მალე "ბაიას ღვინო" ჩინეთისა და დანიის ბაზრებზე გაიყიდება. მოლაპარაკებების ეტაპი უკვე დასრულებულია.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე, კომპანიის ნაწარმი 15-მდე ქვეყანაში წარმატებით იყიდება, მათ შორის აშშ-ს 25-მდე შტატსა და ევროკავშირის ქვეყნებში.