აზოტოვანი სასუქების ბაზარზე ფასები ეცემა
აზოტოვანი სასუქების ბაზარზე ფასები ეცემა - ფასების ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც უმსხვილესმა იმპორტიორმა რუსეთმა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აზოტოვან სასუქებზე დაწესებული საექსპორტო შეზღუდვა მაისის ბოლოდან მოხსნა. ამ დროისთვის სასუქებზე ფასი ფაქტობრივად განახევრებულია.
პროცესის დაწყება პრობლემას უქმნის ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ ერთადერთ მწარმოებელ "რუსთავის აზოტს". იქედან გამომდინარე რომ მსოფლიო ბაზარზე საფასო თამაშის წესებს ფაქტობრივად რუსეთი განსაზღვრავს და საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დამთავრებულია, "რუსთავის აზოტში" ფასების კიდევ უფრო მეტად შემცირებას ელიან.
ამჟამად ერთი ტონა პროდუქციის ფასი 350 დოლარია და არ არის გამორიცხული, ფასები 200 დოლარამდეც კი შემცირდეს, რაც აზოტისთვის შემოსავლების შემცირების ტოლფასია.
აზოტოვანი სასუქები საქართველოს საექსპორტო კალათაში მეოთხე პოზიციაზეა, იანვარ-მაისში 153 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა ექსპორტზე, მაჩვენებელი 3-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს, თუმცა, ზრდა მხოლოდ ღირებულებით მაჩვენებელშია, რაც პროდუქციის მაღალი ფასით იყო განპირობებული. მსოფლიო ბაზარზე შემცირებული ფასები და არსებული გაურკვევლობის ფონზე კი რუსთავის აზოტში ვარაუდობენ, რომ საექსპორტო შემოსავლები 2021 წლის მაჩვენებელზე შენარჩუნდება.
როგორც "ბიზნესპარტნიორს" "რუსთავის აზოტში" განუცხადეს, პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ არსებობს, დივერსიფიცირებულია საექსპორტო ბაზრებიც. მომავალში იგეგმება საწარმოში გაფართოებაც თუმცა ეს 3-4 წლიან პერიოდშია დაგეგმილი.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, პროდუქცია საექსპორტო ფასთან შედარებით მკვეთარდ დაბალია მსოფლიო ბაზარზე შემცირებული ფასის ფონზეც, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვის მოცულობა შიდა ბაზარზე დაახლოებით 60-70 000 ტონაა.