ბიზნესი
21/09/2020

ავთანდილ ცქვიტინიძე: მე ვერ ვყიდულობ სამოსს ონლაინ, ვერ ვიღებ ემოციას

პანდემიამ ქართული მოდის სახლ AVTANDIL-ზეც იმოქმედა. დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, კარატინის პერიოდში ყველა მაღაზია დაკეტილი იყო და ბევრი პროექტი, გეგმა გადაიდო.

„ამ ეტაპზე ჩვეულებრივად, სრული დატვირთვით ვმუშაობთ თუ არ ჩავთვლით ტურისტებს, რომელიც მნიშვნელოვანი სეგმენტია ჩვენთვის. აგვისტოს ბოლოს, როგორც ყოველთვის, კოლექცია გავგზავნეთ ჩვენს ძირითად ოფისში, მილანში, საიდანაც ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 122 კონცეპტუალურ მაღაზიასთან და ჩვენი სამოსი იყიდება ნიუ–იორკში, ტოკიოში, პარიზში და სხვა ქალაქებში. არცერთ ქვეყანასთან გაყიდვების მხრივ პრობლემა არ გვქონია. ასევე, „აუთლეტ მოლში“, სადაც ქათველი დიზაინერების სამოსია წარმოდგენილი, დავამატეთ "ავთანდილის" კუთხე. ამის მიუხედავად, პრობლემატურია ის, რომ გეგმები რომლებიც გვქონდა ან ახლა შეიძლება გვქონდეს, არ ვიცით რამდენად შესრულებადია, არასტაბილური სიტუაციის გამო გრძელვადიანმა პროექტებმა აზრი დაკარგა,“ – აღნიშნავს ავთანდილ ცქვიტინიძე.

ბრენდის დამფუძნებლის თქმით, ონლაინ ჩვენებებით შესაძლოა კონცეფცია და ხასიათი შეიმუშაო, რაც შეეხება გაყიდვებს, რთულია სამოსის დისტანციურად შერჩევა, ვერ ეხები ქსოვილს, ზომის არჩევა რთულია, მიუხედავად იმისა რომ დეტალურადაა აღწერილი ყველაფერი.

„მე ვერ ვყიდულობ ონლაინ, ვერ ვიღებ ემოციას. პროცესი, ტანსაცმლის არჩევა უნდა იყოს სასიამოვნო, რაც მოიცავს ბევრ რამეს. ჩვენი ბრენდის კონცეფცია ამ ესთეტიკაზე და ემოციაზეა აგებული, ამიტომ ონლაინ გაყიდვების ძირითად მიმართულებად ქცევა ჩვენი მიზანი არ ყოფილა, მათ შორის არც კარანტინის პერიოდში. სიტუაციიდან გამომდინარე, მომხმარებელს ურჩევნია დარწმუნებული იყოს არჩევანში და იცოდეს რაში ხარჯავს ფულს. ამდენი ხანი აკრძალვების და ონლაინ „შოპინგის“ შემდეგ  ადამიანებს მოენატრათ მაღაზიებში სიარული. მგონია, რომ ეს ნელ–ნელა უფრო აქტუალური ხდება,“ – ამბობს ავთანდილი.

 

ფოტო: mbfashionweektbilisi.com

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022