"აწარმოე საქართველოში" ექსპორტის ტექნიკური დახმარების ნაწილი დაემატება
პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის ტექნიკური დახმარების ნაწილი დაემატება, რომელიც მოიცავს 3 კომპონენტს - პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება. თითოეული ბენეფიციარი 20 000 ლარით დაფინანსება. მეორე - ბრენდინგი და პროდუქციის შეფუთვა, დაფინანსება იქნება 20 000 ლარი. მესამე -საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება, დაფინანსების ოდენობა იქნება 10 000 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქართული წარმოების ექსპორტი იზრდება. თუმცა, მცირე და საშუალო ბიზნესებს საერთაშორისო ბაზრებზე ტექნიკური ბარიერების გადალახვა უწევთ, როგორიცაა ხარისხის უზრუნველყოფა, სხვადასხვა სეტიფიკატის და ლიცენზიის მოპოვება.
"ჩვენი ამოცანაა, ქართული პროდუქცია იყოს ხარისხიანი, ამ ხარისხიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რომელიც მოითხოვება სხვადასხვა ბაზარზე, მათ შორის ევროკავშირში, უფრო მარტივად მოიპოვონ და ამაში გვერდში დავუდგეთ, დავეხმაროთ თუნდაც ლაბორატორიული სინჯების მოპოვებაში, რაც დღეს მძიმე ტვირთად აწევს ბიზნესს, იმიტომ, რომ მთელი რიგი ლაბორატორიები საქართველოში არ არის წარმოდგენილი და სინჯების საზღვარგარეთ გაგზავნა უწევთ, დავეხმაროთ მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში, ბრენდირებაში, დაფასოებაში, იმისთვის, რომ ჩვენი მეწარმეები არა მხოლოდ ბითუმად ყიდდნენ , არამედ შეაღწიონ უშუალოდ უცხოურ ბაზრებზე არსებულ მაღაზიებში, საცალო გაყიდვების ქსელში, უშუალოდ თაროებზე მივიდეს მათი პროდუქცია, ჩვენი დახმარებით",- აღნიშნა ნათია თურნავამ.